კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი მისი რეისებით ახალშობილ/ჩვილ ბავშვთა გადაყვანის წესებსა და მოთხოვნებს აქვეყნებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 8 დღეზე ნაკლები ასაკის ახალშობილი/ჩვილი ბავშვის მიღება დაშვებულია მხოლოდ დადასტურებული MEDA ფორმით და იმ პირობით, რომ ახალშობილი ჩვილი ბავშვის გადაყვანა აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გასაწევად (გადაყვანა ხდება ინკუბატორით)
8 დღიდან 2 წლამდე ასაკამდე ახალშობილი/ჩვილი ბავშვის მგზავრობა დასაშვებია მხოლოდ თანმხლებ უფროსთან ერთად.
იმ შემთხვევაში თუ ერთ უფროსს თან ახლავს ორი ახალშობილი/ ჩვილი ბავშვი, პირველი იმგზავრებს ჩვეულებრივ, როგორც ახალშობილი ჩვილი, ხოლო მეორე 12 თვეზე მეტი ასაკის ბავშვი დაიჯავშნება როგორც ჩვილი სავარძლით (INS) და მასზე გამოიწერება ბილეთი ბავშვის (2-დან 12 წლამდე) ფასდაკლებით. თუ მეორე ახალშობილ ჩვილს არ შეეძლება სავაძელში უსაფრთხოების ღვედით ჯდომა, ან იქნება 12 თვეზე ნაკლები ასაკის, მაშინ მეორე ახალშობილი/ჩვილი ბავშვის რეისზე მიღება დაიშვება მხოლოდ 16 წელზე მეტი ასაკის თანმხლებ პირთან ერთად. 
იმ შემთხვევაში თუ ორ უფროსს ახლავს სამი ახალშობილი ჩვილი, თითოული მათგანი მთელი მგზავრობის განმავლობაში პასუხისმგებელი იქნება თითო ახალშობილ ჩვილზე. მესამე 12 თვეზე მეტი ასაკის ბავშვი დაიჯავშნება როგორც ჩვილი სავარძლით (INS) და მასზე გამოიწერება ბილეთი ბავშვის (2-დან 12 წლამდე) ფასდაკლებით. თუ მესამე ახალშობილ ჩვილს არ შეეძლება სავაძელში უსაფრთხოების ღვედით ჯდომა, ან იქნება 12 თვეზე ნაკლები ასაკის, მაშინ მესამე ჩვილი ბავშვის რეისზე მიღება დაიშვება მხოლოდ 16 წელზე მეტი ასაკის თანმხლებ პირთან ერთად. 
თანმხლები პირის ჯავშნისა და ბილეთის მონაცემები აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მესამე ახალშობილი ჩვილის ჯავშნში, მისი შექმნისთანავე, და ორივე ჯავშანი (PNR) უნდა შეიცავდეს თანმხლებ პირთა (TCP ) ინფორმაციას.
ქვეყნის ადგილობრივი მთავრობის რეგულაცია ან სხვა ავიაკომპანიის რეგულაციები (როდესაც ხდება კოდის გაზიარება / ინტერლაინის შეთანხმება) უპირატესია Qatar Airways-ის ახალშობილ / ჩვილ ბავშვთა გადაყვანის წესებსა და მოთხოვნებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართეთ Qatar Airways-ის წარმომადგენელს ან ეწვიეთ ვებ გვერდს tradepartners.com.