ავიაკომპანია Qatar Airways-მა დააჩქარა Starlink ინტერნეტის გავრცელება თავის Boeing 777 თვითმფრინავზე.
დოჰაში დაფუძნებულმა და ბაზირებულმა ავიაკომპანიამ თავის B777-ებზე 2024 წლის ოქტომბერში Starlink-ის ინტერნეტის გაშვება დაიწყო. ავიაკომპანიამ უკვე დააინსტალირა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის სისტემები 30 თვითმფრინავზე, რაც წარმოადგენს ავიაკომპანიის მთელი B777-ის ფლოტის 50%-ზე მეტს.
ეს ტემპი დაახლოებით 70%-ით უსწრებს Qatar Airways-ის თავდაპირველად დაგეგმილ განრიგს Starlink-ის გაშვებასთან დაკავშირებით. ეს მიღწეული იქნა ინსტალაციის დროის შემცირებით თითოეულ თვითმფრინავებზე 2-3 დღიდან 10 საათზე.
ეს ნიშნავს, რომ 57 ერთეული B777 თვითმფრინავი Starlink-ით აღიჭურვება ამ წლის მეორე კვარტლის ბოლომდე.
„ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, მივაწოდოთ ჩვენს მგზავრებს საუკეთესო ფრენის კავშირი უპრეცედენტო ტემპით“, – თქვა Qatar Airways Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰამედ ალ მეერმა.
„Starlink-ით აღჭურვილი მსოფლიოში პირველი Boeing 777-ის ფრენის დაწყებიდან სულ რაღაც ოთხ თვეში ჩვენ უკვე დავნერგეთ ეს სერვისი 30 თვითმფრინავზე“.
შეგახსენებთ, რომ წელს AirBaltic, SAS, United Airlines და Air France ასევე ახორციელებენ Starlink-ის ინტერნეტის მიწოდებას ბორტზე.