ავიაკომპანია Qatar Airways-ის აღმასრულებელი დირექტორი აკბარ ალ-ბაკერი თვითმფრინავში სოციალურ დისტანციის დაცვაში აზრს ვერ ხედავს.
“დისტანციის დაცვის საკითხი, არ ვფიქრობ, რომ თვითმფრინავებში ის რეალურად იმუშავებს. თვითმფრინავის ბორტზე 1,5 მეტრიანი დისტანციის დაცვა – ეს არარეალურია. ბევრი ექიმი აღნიშნავს, რომ ვირუსი ჰაერის გზით არ ვრცელდება, ის გადადის წვეთოვანი გზით. ამიტომ ერთადერთი გზა პირბადის ტარებისა და ხელთათმანების აუცილებლობა, ხშირი დეზინფექცია და თვითმფრინავში ჰაერის ფილტრების მუდმივი მუშაობაა”,- აცხადებს ავიაკომპანიის ხელმძღვანელი.
ამ ფონზე Qatar Airways-ი დეზინფექციაში ინვესტირებას გეგმავს და ამ მიმართულებას ავიაკომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს.
გარდა ამისა, ავიაკომპანია უზრუნველყოფს მგზავრებს უზრუნველყოფს სადენზინფექციო საშუალებებით და შეუმოწმებს მათ ტემპერატურას.