კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი თბილისში უფროს ექაუნთ მენეჯერს ეძებს. ვაკანსია ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა და განაცხადების შეტანა მსურველებს 18 აპრილამდე შეუძლიათ.
გამარჯვებული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება Qatar Airways-ის კორპორატიულ და სავაჭრო მომხმარებლებთან ურთიერთობების მართვაზე. კანდიდატი ინგლისურ ენას სრულყოფილად უნდა ფლობდეს, ჰქონდეს მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ავიაკომპანიაში – გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით.
სრულ ინფორმაციას მოთხოვნებისა და პასუხისმგებლობების შესახებ გაეცანით ავიაკომპანიის საიტზე.