კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი ოქტომბერში დოჰა-თბილისი-დოჰის მიმართულებაზე 2 ჩარტერულ ავიარეისს შეასრულებს.
ფრენები 9 და 23 სექტემბერს შესრულდება. ოქტომბერშიც Qatar Airways-ის ჩარტერული რეისები, წინა თვეების მსგავსად იქნება გამყვანი, ანუ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოემსახურება.
აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-ის რეისებს აქტიური გამოყენება აქვს აშშ-ს მიმართულებით წამსვლელ მგზავრებში და ამიტომ ბილეთების რეალიზაციისას განსაკუთრებული აქცენტი სწორედ მათზე კეთდება, რომლებიც ტრანზიტულად, დოჰას გავლით მოხვდებიან საბოლოო დანიშნულების ადგილზე.
გარდა საიმიგრაციო ვიზის მფლობელებისა და ამერიკის მუდმივი მაცხოვრებლის ან მოქალაქეებისა, დოჰას გავლით ამერიკაში წასვლა შეუძლიათ ტურისტული ვიზის მქონე მგზავრებსაც (B1/B2 კატეგორიის ვიზა), რაც მიმდინარე რეგულაციების მიხედვით ევროპის გავლით შეუძლებელია.
Qatar Airways-ი მსოფლიოს 85 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, რაც კვირაში 400-ზემეტ ფრენას მოიცავს ამერიკის, აფრიკის შუა აღმოსავლეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით.