კატარის ეროვნული ავიაკომპანია Qatar Airways-ი, რეგიონში შექმნილი არსებული ვითარების გამო, საკუთარი თვითმფრინავების ნაწილს დოჰას აეროპორტის მიღმა, დროებით ესპანეთში გადაიყვანს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უსაფრთხოების ზომების დაცვას და ოპერაციული რისკების შემცირებას.
ავიაკომპანიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ხომალდები ჩვეულ რეჟიმს ფრენების სრულად ნორმალიზებისთანავე დაუბრუნდებიან. ამ ეტაპზე Qatar Airways-ი თავს იკავებს იმ კონკრეტული რაოდენობის დასახელებისგან, თუ რამდენი საჰაერო ხომალდი განთავსდება საზღვარგარეთ მდებარე აეროპორტებში.












