ავსტრალიის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო AirlineRatings.com-მა Qatar Airways 2024 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა. რეიტინგი შედგენილია ყოველწლიური Airline Excellence Awards-ის ფარგლებში.
გადამზიდავები შეაფასეს 12 კრიტერიუმით, მათ შორის იყო უსაფრთხოება, ფლოტის ასაკი, მომგებიანობა, სერიოზული ინციდენტების რაოდენობა, ინოვაცია, ახალი თვითმფრინავების წინასწარი შეკვეთები და მგზავრების მიმოხილვა სხვადასხვა წყაროდან.
„Qatar Airways-ი მომხმარებელთა გამოხმაურებით ყველა ავიაკომპანიას წინ უსწრებს. ხშირად მგზავრები აფასებდნენ ავიაკომპანიისა მაღალ მომსახურებაზე დონეზე“, – აღნიშნა AirlineRatings.com-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი თომასმა.
გარდა ამისა, Qatar Airways-მა მიიღო ჯილდოები საუკეთესო ბიზნეს კლასისა და საუკეთესო სერვისისთვის. Singapore Airlines-მა გაიმარჯვა საუკეთესო პირველი კლასისთვის, Emirates-მა საუკეთესო პრემიუმ ეკონომის, ხოლო Air New Zealand-მა საუკეთესო ეკონომ კლასისთვის.
ნომინაციაში „საუკეთესო ბორტგამყოლი“ გაიმარჯვა Virgin Australia-მ, ხოლო Qantas-მა მიიღო ჯილდო თავისი ლაუნჯებისთვის.
გარდა ამისა, AirlineRatings.com ტრადიციულად აფასებს, რეგიონის მიხედვით, წამყვან ავიაკომპანიებს.
ამრიგად, ახლო აღმოსავლეთში Qatar Airways საუკეთესო ავიაკომპანია აღმოჩნდა. Korean Air-მა გაიმარჯვა ჩრდილოეთ აზიაში, Cathay Pacific Airways-მა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ხოლო Air New Zealand ლიდერად აღიარეს ავსტრალია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
Air France საუკეთესოა ევროპის რეგიონში, ხოლო Turkish Airlines-ი სამხრეთ ევროპაში.
ჩრდილოეთ ამერიკაში გამარჯვებულია Air Canada, სამხრეთ ამერიკაში კი Latam.
2024 წლის ტოპ-20 გადამზიდავი AirlineRatings.com-ის მიხედვით:
1. Qatar Airways;
2. Korean Air;
3. Cathay Pacific Airways;
4. Air New Zealand;
5. Emirates;
6. Air France/KLM;
7. All Nippon Airways;
8. Etihad Airways;
9. Qantas;
10. Virgin Australia/Atlantic;
11. Vietnam Airlines;
12. Singapore Airlines;
13. EVA Air;
14. TAP Portugal;
15. JAL;
16. Finnair;
17. Hawaiian Airlines;
18. Alaska Airlines;
19. Lufthansa / Swiss;
20. Turkish Airlines.