კატარულმა ავიაკომპანია Qatar Airways-მა საკუთარ მგზავრებს ელექტრონულ ჟურნალ-გაზეთებთან წვდომის საშუალება მისცა, რაც თავის მხრივ წლის განმავლობაში ავიაკომპანიას 1000 ტონა ქაღალდს დაუზოგავს.
მოგზაურებს შეეძლებათ ავიაკომპანიის ელეტრონული ბიბლიოთეკიდან საკუთარ მობილურ ტელეფონებში ან ტაბლეტებში მათთვის სასურველი გამოცემა ჩამოტვირთონ სამი დღით ადრე და ფრენის შემდეგ შვიდი დღის განმავლობაში.
წვდომა შესაძლებელია მობილური აპლიკაციის საშუალებით – Qatar Airways Oryx One. იმისათვის, რომ არსებული ბიბლიოთეკა დაათვალიეროს მგზავრი ავიაბილეთის ნომერის დახმარებით უნდა დარეგისტრირდეს. ამის შემდეგ კი სასურველი გამოცემ(ებ)ის ჩამოტვირთვის და ოფლაინ რეჟიმში წაკითხვა/დათვალიერების საშუალება მიეცემა.
სერვისის პროვაიდერია PressReader, რომელიც Qatar Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს 6000 პუბლიკაცია მსოფლიოს 60 ენაზე მიიღონ.