კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი თბილისის მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 15 ივლისიდან Qatar Airways-ი დოჰასა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობას ზრდის და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ყოველ კვირაში 10 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 

“ჩვენი რეკომენდაციაა ყველა მგზავრმა თავად გადაამოწმოს ქვეყანაში შესვლის წესი და მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები და მოთხოვნები. შესაბამისი ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ჩვენს ბმულზე“, განმარტავენ Qatar Airways-ში.

შეგახსენებთ, რომ დღემდე Qatar Airways-ი დოჰასა და თბილისს შორის ფრენებს 7 სიხშირით ასრულებდა.