კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში ჯერ 7 სიხშირით, ხოლო ტურისტულად დატვირთულ სეზონზე კი კვირაში 14 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.

როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 27 მარტიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში ავიაკომპანია Qatar Airways-ი კატარისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის კვირაში 14 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.

უფრო კონკრეტულად კი მარტის ბოლოდან Qatar Airways-ი დოჰასა და თბილისს შორის კვირაში 7 სიხშირით იფრენს, ხოლო 1-ლი ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით კი პლუს 7 სიხშირით, ანუ ჯამში სულ 14 სიხშირით.

აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზეც კვირაში 7 სიხშირით ოპერირებდა.