კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. 3 დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაგეგმონ ზაფხულის დასვენება 20%-მდე ფასდაკლებით.

“დროა იზრუნო ზაფხულის დასვენებაზე. დაიწყე ზაფხულის თავგადასავალი ჩვენი სპეციალური შეთავაზებებით და დაზოგე 20%-მდე. იმოგზაურე უსაფრთხოდ უკვე 130-ზე მეტი მიმართულებით.

აქცია ძალაშია 2021 წლის 14 მაისამდე, ხოლო მოგზაურობის პერიოდია 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

ჩვენი რეკომენდაცია არის ყველა მგზავრმა თავად შეამოწმოს ქვეყანაში შესვლის წესები და ქვეყნის მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები და მოთხოვნები. რეგულაციები და მოთხოვნები., შესაბამისი ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ჩვენს ბმულზე.“, აცხადებენ ავიაკომპანიაში.