Qatar Airways-ი ფასდაკლების აქციას აცხადებს. კომპანიის ცნობით, აქციის ფარგლებში ბილეთების დაჯავშნა 28-30 ოქტომბრის ფარგლებშია შესაძლებელია, მოგზაურობა კი 2019 წლის 28 ოქტომებრი 2020 წლის 30 ივნისის პერიოდს უნდა მოიცავდეს.

აქცია ვრცელდება კომპანიის მიერ შესრულებულ სხვადასხვა მიმართულებაზე მსოფლიოს მასშტაბით. ფასდაკლების ფარგლებში ფასები ავიაბილეთებზე 1399 ლარიდან იწყება.

აქციის ფარგლებში შესაძლებელია ეკონომ და ბიზნეს კლასის ავიაბილეთების შეძენა, არ შედის მოსაკრებელი.

ფასდაკლება გავრცელდება მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 9 ავიაბილეთის შეძენაზე.

აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა ლიმიტირებულია.