ავიაკომპანია Qatar Airways-ი ავიაბილეთებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
ფასდაკლება ვრცელდება ყველა იმ მიმართულებაზე, რომელზეც ავიაკომპანია დაფრინავს.
Qatar Airways-ის ცნობით, მგზავრებს შეუძლიათ გამოიყენონ შანსი და დაგეგმონ ფრენა სხვადასხვა მიზნით იქნება ეს საოჯახო თუ ბიზნეს ტური, ან სულაც იმოგზაურონ მათთვის სასურველ ქვეყანაში.
ეკონომკლასის ავიაბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია 31 ოქტომბრის ჩათვლით 2019 წლის 31 მარტამდე დაგეგმილ ფრენებზე. მსურველები 20%-იანი ფასდაკლებას ისარგებლებენ როგორც ეკონომ ასევე ბიზნეს კლასის ავიაბილეთებზე.