კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე რიგით მესამე ჩარტერული ავიარეისის განხორციელებას გეგმავს. ფრენა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში განხორციელდება. კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ბილეთების რეალიზაციისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ამერიკის მიმართულებით წამსვლელ მგზავრებზე, რომლებიც ტრანზიტულად, დოჰას გავლით მოხვდებიან საბოლოო დანიშნულების ადგილზე.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გარდა საიმიგრაციო ვიზის მფლობელებისა და ამერიკის მუდმივი მაცხოვრებლის ან მოქალაქეებისა, დოჰას გავლით ამერიკაში წასვლა შეუძლიათ ტურისტული ვიზის მქონე მგზავრებსაც (B1/B2 კატეგორიის ვიზა), რაც მიმდინარე რეგულაციების მიხედვით ევროპის გავლით შეუძლებელია.
აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-ის ჩარტერული რეისი, რომელიც დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე შესრულდება იქნება მხოლოდ გამყვანი და ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-დოჰას მიმართულებაზე მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გამო რეგულარული ფრენების შეჩერების შემდეგ (21 მარტი) ავიაკომპანია Qatar Airways-მა საქარველოს მიმართულებით ორი ჩარტერული რეისი უკვე განახორციელა.