ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი რეგულაცია სავალდებულო კარანტინის შესახებ შეიცვალა.
კერძოდ, ძალიან მაღალი რისკის ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან) ნიდერლანდებში ჩასულ მგზავრს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული, აღარ აქვს ვალდებულება, გაიაროს სავალდებულო 10-დღიანი კარანტინი. სრულად ვაქცინირებულად ითვლება მგზავრი, რომელიც:
• აცრილია მედიკამენტის ევროპული სააგენტოს (EMA) ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული ორ-დოზიანი ვაქცინით და მეორე დოზის გაკეთებიდან გასულია 14 დღე.
• აცრილია Johnson & Johnson (Janssen) ერთდოზიანი ვაქცინით და ვაქცინაციიდან გასულია 28 დღე.
• გასულია 14 დღე ზემოთჩამოთვლილი ვაქცინებიდან ნებისმიერის 1 დოზით ვაქცინაციიდან, რომელსაც წინ უძღვოდა 6 თვით ადრე კორონავირუსით ინფიცირება.
• კარანტინის ვალდებულებისგან განთავისუფლების მიზნით, სრულად ვაქცინირებულმა მგზავრმა თან უნდა იქონიოს საკარანტინო დეკლარაცია და Covid-ბარათი (QR კოდი).
საკარანტინო დეკლარაცია:მგზავრებმა უნდა შეავსონ საკარანტინო დეკლარაცია. დეკლარაციის შევსება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, რომლის წარდგენა შესაძლებელია სმარტფონის/მობილურის საშუალებით.
თუ არ გსურთ ციფრული დეკლარაციის შევსება, ან არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ გადმოწეროთ დასაბეჭდი PDF. დეკლარაციაზე უნდა მიეთითოს, რომ მგზავრი განთავისუფლებულია სავალდებულო კარანტინისგან სრულად ვაქცინაციის საფუძველზე.
დეკლარაცია უნდა ამოიბეჭდოს გამგზავრებამდე და თან უნდა იქონიოთ მოგზაურობის დროს.ონლაინ შესავსები საკარანტინო დეკლარაცია: https://bit.ly/3AFRIDw
ამოსაბეჭდი საკარანტინო დეკლარაციის გადმოწერა: https://bit.ly/3lU2MXz
საკარანტინო დეკლარაციასთან ერთად მგზავრმა თან უნდა იქონიოს Covid-ბარათი (QR კოდი).