2019 წლის II კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ 1,78 მლნ გასვლა დაფიქსირდა, 45.3% 31-50 წლის მოგზაური იყო.

საანგარიშო პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 417.1 ათასი შეადგინა. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 325.6 ათასი ტურისტული და 235.4 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 60.3% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 34.6% შეადგინა, ვიზიტორების 5.1% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ვიზიტორების უმრავლესობა, 44.8%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 44.6%-ს შეადგენდა.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.3% განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 255.3 ათასი და 117.9 ათასი ვიზიტი.

2019 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 94.9% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.