გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ჩაის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ ) ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ჩატარდა.
ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში გაიმართა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, მუსიკოსთა პარკი.
ფესტივალის მონაწილეებს საშუალება გქონდათ დაეგემოვნებინათ თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები, ფოტოგამოფენა და შეჯიბრი მეწარმეებს შორის. გამოვლინდა საუკეთესო ჩაის მფლობელი, რომელსაც სიგელი და პრიზი გადაეცა.