ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ი, 11 მაისს თავის 10 წლის იუბილეს ზეიმობს. ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლიდან დღემდე 11 ათასზე მეტრი ფრენა განახორციელა, რაც 65 ათასზე მეტ ფრენის საათს უდრის, მსოფლიოს 71 მიმართულებით.
ავიაკომპანია ოპერირებს ჩარტერული ფრენების ბაზარზე და თავიანთ მომხმარებლებს ემსახურება როგორც ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის ვერტმფრენებით ასევე ამერიკული წარმოების კერძო თვითმფრინავით.
TCA Airlines-ი მგზავრებს სხვადასხვა სახის სერვისებს სთავაზობს:
• მგზავრთა გადაყვანა ვერტმფრენით, როგორც საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ასევე მეზობელ ქვეყნებში.
• ტურისტული მარშრუტების მომსახურება.
• ექსტრემალური სპორტი/ტურიზმი.
• ტვირთების და არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა.
• სამაშველო ოპერაციები.
• სამედიცინო/საევაკუაციო მომსახურება
ავიაკომპანია საკმაოდ აქტიურად ოპერირებს ბიზნესფრენების მიმართულებით და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით გადაჰყავს მგზავრები და რაც მთავარია ავიაკომპანია მგზავრებს ბორტზე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.
ავიაკომპანიის მთავარ ფასეულობას წარმოადგენს მგზავრების, ფრენის უსაფრთხოება და კომფორტი. TCA Airlines-ი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის, რეგიონში წამყვანი კადრებით. საინჟინრო/ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრები კვალიფიკაციის ასამაღლებლად სისტემატიურად გადიან ტრენინგებს, მსოფლიო სტანდარტების მიხედვით.
TCA Airlines-ის ავიაფლოტი შედგება Privet Jet – Beechcraft Hawker 800 XP-გან, 3 ერთეული Agusta A-109K2-გან და Airbus h125-ის შვეულმფრენებისგან.