„იბის სტაილსი ძველი თბილისი“ – იბის სტაილსი, აკორის, დიზაინზე ორიენტირებული ეკონომიური სასტუმრო ბრენდი ახალი სასტუმროს გახსნაზე აცხადებს.
სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს კომფორტისა და თანამედროვე სტილის შერწყმას, რომლის დიზაინიც შთაგონებულია ქართული ანბანის სილამაზით.
კომპანიაში ამბობენ, რომ “იბის სტაილსის” სასტუმროები მიმზიდველი სანახაობაა, უნიკალური დიზაინით, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სტუმრებმა გამოხატონ საკუთარი შემოქმედებითი სულისკვეთება.
“სლოგანით “ღია შემოქმედებისთვის”, თითოეული იბის სტაილსის სასტუმრო ქმნის თამამ თემებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში 680-ზე მეტ მისამართზე შეგხვდებათ. თემატური ოთახებიდან დაწყებული, ფერადი სოციალური სივრცეებამდე, იბის სტაილსი აღნიშნავს ინდივიდუალიზმს, ეპატიჟება სტუმრებს, რათა შეისწავლონ, აღმოაჩინონ და მიიღონ ინსპირაცია”, – განმარტავენ კომპანიაში.
„იბის სტაილსი ძველი თბილისის“ გახსნა აკორის საქართველოს ტერიტორიაზე გაფართოების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც მოიცავს 13 სასტუმროს, და ასევე 10-ზე მეტ ახალ პროექტს, რომლებიც განვითარების პროცესშია.
ალექსის დელაროფფ, აკორის ახალი აღმოსავლეთ ევროპის ოპერაციების უფროსი დირექტორი: “იბის სტაილსის სასტუმროები ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით თავიანთი ცოცხალი, თემატური დიზაინებით, რომლებიც იწვევს ცნობისმოყვარეობას და შემოქმედებას. „იბის სტაილს ძველი თბილისის“ გახსნა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოსადმი და ასახავს ჩვენს მუდმივ ზრდას ამ მიმზიდველ ბაზარზე. აკორის მზარდი გლობალური დისტრიბუციის ქსელის საშუალებით, ჩვენ დიდი სიხარულით ვუკავშირდებით უფრო მეტ მოგზაურს ამ უნიკალურ დანიშნულებასთან, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.”
ქეთევან ლორთქიფანიძე, იბის სტაილს ძველი თბილისის გენერალური მენეჯერი: “იბის სტაილს ძველი თბილისი სთავაზობს სტუმრებს კომფორტულ და გამორჩეულ განთავსებას თბილისში. ჩვენ გთავაზობთ ახალ და მომხიბვლელ სივრცეს, ძველი თბილისის ტერიტორიაზე და მოუთმენლად ველით ადგილობრივ და საერთაშორისო მოგზაურებს.”
“იბის სტაილს ძველი თბილისი” აერთიანებს 67 გამორჩეულ ოთახს, რომლებიც 5 სხვადასხვა კატეგორიად არის გადანაწილებული. არის ოთახები აივნებით, ფართო საცხოვრებელი სივრცით და ოჯახისათვის შესაფერისი გარემოთი. მყუდრო და ფუნქციონალური ოთახები აღჭურვილია ყველა ნივთით, რაც საჭიროა მუშაობისა და დასვენებისთვის, მათ შორის იბის სტაილსის განთქმული Sweet Bed™-ით, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ და კომფორტულ ძილს.
თანამედროვე ელემენტების და თბილისის ისტორიული არქიტექტურის შერწყმით, იბის სტაილს ძველი თბილისი გასაოცარ ადგილია, როგორც მოგზაურებისათვის, ისე ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის, სადაც შესაძლებელია გამორჩეული კერძებისა და სასმელის დაგემოვნება, მეგობრების გარემოცვაში.
ჩვენი ბარი “კალიგრაფი“ მდებარეობს ქალაქის გულში და გთავაზობთ კომფორტისა და სტილის იდეალურ კომბინაციას. დაიწყეთ დღე ახლად დაფქვილი ყავითა და მსუბუქი ხემსებით, ან გაატარეთ საღამო გამორჩეული ადგილობრივი ღვინით. არ აქვს მნიშვნელობა ვიზიტის მიზანს, ეს იქნება უბრალოდ მშვიდი საღამო თუ მეგობრებთან ერთად მხიარული საღამო, ჩვენი გპირდებათ დაუვიწყარ გარემოს.
სასტუმროს მდებარეობა საშუალებას იძლება, რომ უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებსა და ღონისძიებებს. 2 სხვადასხვა ზომის საკონფერენციო სივრცე, „მეიდანი“ და „კალაუბანი“, აღჭურვილია მაღალი სიჩქარის Wi-Fi-ით და უახლესი აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიით. გარდა ამისა, იბის სტაილსი ძველი თბილისი სთავაზობს აეროპორტის ტრანსფერს თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელიც მხოლოდ 15 წუთის სავალ მანძილზეა.
იბის სტაილსში-ში დარჩენილ სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ Accor-ის ცნობილი გლობალური ერთგულების პროგრამით, ALL – Accor Live Limitless, რომელიც სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ბონუსებს, სერვისებსა და გამოცდილებას.