საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინდოეთის უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია  IndiGo-სთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა ავიაკომპანიის განზრახვა 2019 წლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის ფრენების შესაძლო დაწყების შესახებ და განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები.
ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი მიმოსვლის დაწყების შემთხვევაში გაუმჯობესდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, რაც ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.
IndiGo 2005 წელს დაარსდა, როგორც კერძო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და იგი საჰაერო ფლოტის და გადაყვანილი მგზავრების მოცულობით ინდოეთში ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა, რომელსაც შიდა ბაზრის 41.3% უკავია. ამასთან, IndiGo მეშვიდე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა აზიაში, 2017 წლის მონაცემებით 46 მილიონი გადაყვანილი მგზავრით.