ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ი ადასტურებს ინფორმაცია, რომ ავიაკომპანიის ოპერაციული დირექტორი პიტერ ბელიუ თანამდებობას ტოვებს. გადადგომის მიზეზი ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა, დასავლური მედიის ცნობით, კომპანიის მენეჯერის გადადგომა ევროპაში ათასობით ფრენის გაუქმების კონტექსტში მოხდა.
როგორც ცნობილია, EasyJet-მა უკვე გააუქმა ივლისისთვის დაგეგმილი 10000-ზე მეტი ფრენა. სხვა ავიაკომპანიების მსგავსად, მას პერსონალის დეფიციტი ემუქრება: ბევრ ქვეყანაში კოროვირუსული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა და პანდემიის დროს ბევრმა ავიაკომპანიამ პერსონალი შეამცირა.