ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა საკუთარ თანამშრომლებს COVID-ვაქცინის გაკეთება მოსთხოვა. ირკვევა, რომ თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრები, ისევე როგორც უშუალოდ აეროპორტებში მომუშავე პერსონალი, ნოემბრის შუა რიცხვებამდე სრულად უნდა იყოს აცრილი. დანარჩენ პერსონალს კი ვაქცინაციისთვის დრო მარტამდე მიეცა.
ამრიგად, Qantas-ი გახდა პირველი დიდი ავსტრალიური კომპანია, რომელმაც ვაქცინაცია სავალდებულო გახადა.
ავიაკომპანიის 22 ათას თანამშრომელს შორის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ 89%-ს უკვე აქვს მიღებული (ან აპირებს ვაქცინაციას) ვაქცინის ერთი დოზა მაინც. გამოკითხულთა დაახლოებით 75%-ი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია.