ავსტრალიის მცხოვრებმა ავიაკომპანია Qantas-ს უჩივლა, რომელმაც მისი ბარგი, დედამისის ფერფლით დაკარგა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
გამოცემის ცნობით, ქალი ლონდონიდან სიდნეის მიმართულებით მგზავრობდა და აეროპორტში ჩასვლისთანავე აღმოაჩინა, რომ მისი ბარგი აღარ იყო. მგზავრისთვის მისი ჩანთის მდებარეობა ოთხი დღის განმავლობაში უცნობი იყო. მოგვიანებით, ავიაკომპანიამ მგზავრს ბოდიში მოუხადა და მომხდარში ჰითროუს აეროპორტი დაადანაშაულა, სადაც ცოტა ხნის წინ ბარგის ტრანსპორტირებაში გარკვეული კოლაფსი იყო..
ამჟამინდელი მონაცემებით, ნივთები საბაჟოზეა და სიდნეის აეროპორტში ჩასვლას ელოდება.
“ჩვენ გვესმის, რომ ეს არის უკიდურესად სამწუხარო ვითარება. ბოდიშს ვიხდით“, – ნათქვამია Qantas-ის განცხადებაში.