Qantas-მა მგზავრების დამოუკიდებელი რეგისტრაციისთვის ახალი აპარატები დაამონტაჟა. აღნიშნული სერვისი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და მხოლოდ სიდნეის აეროპორტშია ხელმისაწვდომი.
გადამზიდავი განმარტავს, რომ ტერმინალები, პირველ რიგში, მოსახერხებელი იქნება ბარგის ბირკის დასაბეჭდად, თუმცა მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია დამატებითი ბარგის ტრანსპორტირებისთვის.
ახალი აპარატები მუშაობენ ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე წინა აპარატები: ბეჭდვის პროცესს საშუალოდ 20 წამი სჭირდება.
ხოლო ის მგზავრები, რომლებიც ონლაინ რეგისტრაციას გადიან, შესაბამის ბირკას ბილეთის QR-კოდის დასკანერების შემდეგ მიიღებენ.