ავიაკომპანია Qantas-ი 2026 წლის მარტიდან სიდნეისა და პორტ მორსბის (პაპუა-ახალი გვინეა) შორის ფრენებს აღადგენს. ახალი მარშრუტი დაემატება უკვე არსებულ ბრისბენი–პორტ მორსბის სერვისს და ნაწილობრივ განპირობებულია პაპუა-ახალი გვინეის ახალი სარაგბო ლიგის (NRL) გუნდის, The Chiefs-ის დებიუტით.
2026 წლის მარტიდან Qantas-ი Boeing 737-ის თვითმფრინავებით კვირაში ორ რეისს(QF203/QF204) შეასრულებს, ყოველ ორშაბათს და პარასკევს.
Qantas-ი ამ მარშრუტზე 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის თებერვლამდე უკვე ოპერირებდა, თუმცა ფრენები მაშინ შეწყდა დაბალი მოთხოვნისა და თვითმფრინავების სხვაგან გამოყენების აუცილებლობის გამო.
Qantas International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კემ უოლესმა (Cam Wallace) განაცხადა, რომ ამჯერად მარშრუტის განახლება განაპირობა სამთავრობო, ბიზნეს, სპორტულ და დასასვენებელ სეგმენტებში მზარდმა მოთხოვნამ.
ორშაბათისა და პარასკევის განრიგი შექმნილია იმისთვის, რომ სიდნეიში დაფუძნებული NRL გუნდების გულშემატკივრებმა შეძლონ პორტ მორსბიში გაფრენა და შაბათ-კვირას თავიანთი გუნდის თამაშის ნახვა The Chiefs-ის წინააღმდეგ.
მარშრუტი არ იქნება სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული. Qantas-მა პაპუა-ახალ გვინეაში ფრენა 1940-იან წლებში დაიწყო.
Boeing 737-ის თვითმფრინავზე კომფორტი გაუმჯობესებულია:
-
ბიზნეს კლასი: 12 ადგილი.
-
ეკონომ კლასი: 162 ადგილი.
განახლებულ 737-ის მოდელებში კი დაგეგმილია 48 დამატებითი ფეხის ადგილიანი (extra-legroom) Economy Plus კლასის ადგილის ჩართვა.












