სამომავლოდ საერთაშორისო რეისებზე ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ი მხოლოდ იმ მგზავრებს დაუშვებს, რომელთაც COVID-19-ზე ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული. აღნიშნულის შესახებ განცხადება ხელმძღვანელმა ალან ჯოისმა Nine Network-ის ეთერში გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება. Qantas-ს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია ანალოგიურ რეგულაციას აამოქმედებს თუ არა შიდა რეისებზე ავსტრალიის მასშტაბით.