მსოფლიოს 2 უმსხვილესი ავიაკომპანია Boeing 747 Jumbo Jet-ს დაემშვიდობა. მათ აღნიშნული საჰაერო ხომალდებით, ბოლო ფრენა 29 მარტს განახორციელეს. ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა Jumbo Jet-ით ბოლო რეისი სანტიაგოდან სიდნეის მიმართულებით შეასრულა.
ხოლო ნიდერლანდულმა KLM-მა კი “ცის დედოფალით” ბოლო ფრენა მეხიკოდან ამსტერდამის მიმართულებით შეასრულა.
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანიებს Jumbo Jet-ი ექსპლუატაციიდან 2021 წლის თებერვლიდან უნდა ამოეღოთ, თუმცა COVID-19-მა მოვლენები უფრო დააჩქარა.
უკვე ცნობილია, რომ Qantas-გან Boeing 747 Jumbo Jet-ი უკვე გამოისყიდეს. მყიდველის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ თვითმფრინავს მალე აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ჩაიყვანენ.