ავსტრალიის უმსხვილესი ავიაკომპანია Qantas Airways-ი 1,9 მლრდ ავსტრიულ დოლარამდე ($1,3 მლრდ) ფინანსებს იზიდავს და იმავდროულად კომპანიის საშტატო ერთეულს 6000-ით ამცირებს. ამის მიზეზი კი COVID-19-ის პანდემიაა. 

იმავდროულად ავიაკომპანიის 15 000 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში რჩება, რადგანაც ავიაკომპანიას საერთაშორისო რეგულარული ავიარესები არ განუახლებია. Qantas Airways-მა თანამშრომელთა 80%-ი უფასო შვებულებაში ჯერ კიდევ მარტში გაუშვა.

Qantas Airways-ში ფიქრობენ, რომ 2020 წელს კომპანიის ზარალი 84 მლრდ დოლარი იქნება, რის ამოღებასაც ავიაკომპანია რეგულარული ფრენების აღდგენიდან რამდენიმე წელში თუ მოახერხებს. 

ავიაკომპანიამ მიმდინარე თვეში საერთაშორისო ავიარეისების უმეტესობა ოქტომბრამდე გააჩერა, თუმცა არსებული მონაცემებით ქვეყანა საზღვრების გახსნას მიმდინარე წელს აღარ გეგმავს. 

COVID-19-ის პანდემიის ფონზე Qantas Airways-მა, მის ავიაპარკში მდგარი 12 ერთეული Airbus A380-იც გააჩერა, რომლებიც მხოლოდ გრძელმაგისტრალურ რეისებს ასრულებდნენ.