ლეგენდარული A380-ს ბედი ისევ გაურკვეველია. ავსტრალიურმა კომპანია Qantas Airways-მა 8 ერთეული A380-ის მიღებაზე, შეკვეთა ოფიციალურად გააუქმა. ეს იმ ფონზე, როდესაც ავიაკომპანიას ავიამშენებელისათვის შეკვეთა ლაინერების მიღებაზე ჯერ კიდევ 2006 წელს ჰქონდა გაკეთებული. ცოტა ხნით ადრე, აღნიშნული მოდელის თვითმფრინავების მიღებაზე უარი განაცხადა ჰონგ-კონგურმა ავიაკომპანიამაც.

როგორც Reuters-ი იტყობინება, კონცერნი Airbus-ი უახლოეს პერიოდში A380-ს გამოშვების შეჩერებას აპირებს.

ამის მთავარი მიზეზი კი A380-ზე დაბალი მოთხოვნაა.

ავიაგადამზიდავები ბოლო პერიოდში უფრო ეკონომიურ და ეფექტურ ორძრავიან A350-სა და Boeing 777-ს ანიჭებენ უპირატესობას.

ავიაპარკის მოდერნიზაციის გეგმა უკვე აქვს Emirates Airlines-საც, რომლის ავიაპარკში 100-ზე მეტი A380 ირიცხება.