23 დეკემბერს დილით, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში Qantas Airways-ის თვითმფრინავის საგანგებო დაჯდომის გამო განგაში გამოცხადდა.
Airbus A380-მა, რომელიც სინგაპურ-ლონდონში ასრულებდა რეისს, ბაქოს აეროპორტში გადაუდებელი დაშვება განახორციელა, რაც ტვირთის განყოფილებაში დაკვამლიანებას უკავშირდებოდა.

თვითმფრინავი აეროპორტში ბაქოს დროით 07:08 საათზე დაეშვა. ბორტზე 356 მგზავრი იმყოფებოდა.

ამჟამად, მიმდინარეობს თვითმფრინავის შემოწმება. აღსანიშნავია, რომ Airbus A380 მსოფლიოში ყველაზე დიდი სერიული ხომალდია.