მეხიკოს აეროპორტში მგზავრი ავიაკომპანია Emirates-ის რეგისტრატორს თავს დაესხა. ქალი, რომელიც რეგისტრაციის გასავლელად ბოლო წუთებში ვადაგასული პასპორტით მივიდა, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა არ დაარეგისტრირა, რასაც მგზავრის მხრიდან აგრესიული ქმედება და ისტერიკა მოჰყვა. ის სარეგისტრაციო სალაროს მხარეს გადახტა და რეგისტრატორს თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე სხვადასხვა ნივთები, მათ შორის კომპიუტერის აღჭურვილობა ესროლა. Emirates-ის რეგისტრატორმა დასახმარებლად უსაფრთხოების სამსახურები და პოლიცია გამოიძახა.
„ჩვენი მგაზვრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და ამ საკითხში კომპრომისი გამორიცხულია“, – აღნიშნულია Emirates-ის განცხადებაში, რომელიც ავიაკომპანიამ მომხდარის შემდეგ გაავრცელა.
სარეგისტრაციო დახლიდან ჩამოსვლის შემდეგ, რეგისტრატორზე თავდამსხმელი ქალი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს.
ვიდეოს სანახავად გადადით ლინკზე: