ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი უკრაინაში ყველაზე პუნქტუალურ ავიაკომპანიად ისევ აღიარეს. AviaNews-ის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში უკრაინის აეროპორტებში რეისები დროის სრული სიზუსტით სულ 5-მა ავიაკომპანიამ განახორციელა. ლიდერთა შორის ლიდერად კი ავიაკომპანია Georgian Airways-ი სახელდება, რომელმაც სექტემბერში, ამ “შესანიშნავი ხუთეულიდან” ყველაზე მეტი რეისი განახორციელა. უკრაინის აეროპორტებში რეისების განხორციელების 100%-იანი სიზუსტით შემდეგი ავიაკომპანიები გამოირჩევიან: 

1. Georgian Airways

2. Aegean Airlines 

3. Bulgaria Air 

4. Iraqi Airways 

5. Aigle Azur

Georgian Airways-ი, რომელიც ამ დროისათვის უკრაინის მიმართულებით მხოლოდ თბილისი-კიევი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებს, უკრაინის ბაზარზე პუნქტუალური ავიაკომპანიების რეიტინგში ხშირად მოწინავე პოზიციაზეა. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ავიაბაზარზე ბევრი ცნობილი ავიაკომპანია ოპერირებს და ​პუნქტუალურობის მხრივ Georgian Airways-ს საკმაოდ ბევრი მსოფლიო თუ ევროპის მასშტაბით ლიდერი ავიაკომპანია ჩამორჩება.

მაგალითისთვის, სექტემბერში უკრაინის აეროპორტებში რეისების დროულად შესრულების მხრივ 99%-დან 90%-იან ნიშნულში მოხვდნენ: Qatar Airways-ი, Ellinair-ი, Alitalia, Swiss International Air Lines-ი, Czech Airlines-ი, airBaltic-ი, Pegasus Airlines-ი, Air Serbia, AZAL-ი (Buta Airways), Belavia, Ryanair-ი.

პუნქტუალურობის 90%-დან 93%-იან ნიშნულს აკმაყოფილებენ: Brussels Airlines-ი, Turkish Airlines-ი, British Airways-ი, Laudamotion-ი, Austrian Airlines-ი, Air Astana, Lufthansa, Wizz Air Hungary, Air France, KLM, Onur AIr-ი, LOT-ი, Vueling-ი, Wizz Air UK, Air Arabia, Israir Airlines-ი, flydubai, Air Malta, El AL და Ernest Airlines-ი.