ყველაზე ცნობილი ზურგი და ყველაზე ცნობილი ხელი Instagram-ზე. ნატალია და მურად ოსმანების წყვილი, მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოს სტუმრობდა. ტურისტული მიზნით საქართველოში ჩამოსილმა წყვილმა ქვეყანაში რამდენიმე დღე გაატარა. თბილისის გარდა ოსმანების ოჯახი ყაზბეგს სტუმრობდა, სადაც სასტუმრო Rooms Hotel-ში დარჩნენ და საიდანაც დასვენების და რელაქსაციის ამსახველ ვიდეო თუ ფოტო მასალას საკუთარ მილიონიან გამომწერებს უხვად უზიარებდნენ. 

ბლოგერების წყვილის წარმატების ისტორია კი Instagram ფენომენს Follow me-ს უკავშირდება, რომლის ავტორებიც ეს რომანტიული წყვილია.

მურადი დაღესტნიდანაა, ხოლო ნატალია რუსეთიდან.

შეიძლება ნატალიას სახე არ იცოდე, მაგრამ მისი ზურგი და ხელი საყოველთაოდ ცნობილია. წყვილს მსგავსი ფოტო საქართველოშიც აქვს გადაღებული. ისინი პირველად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობდნენ.