პოტენციურ პარტნიორ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებაში საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ შესული საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დაწყების საკითხზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ბრიტანეთთან პირდაპირი რეისების შესრულებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები რთულდება, რის მიზეზიც საქართველოდან საკმარისი ნაკადების საკითხია.

„ბრიტანეთი კვლავ არის იმ ქვეყნებს შორის, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა. ასევე, საკმაოდ დიდ გზას გავდივართ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ადგილობრივი ავიაკომპანიები, შეასრულონ ფრენები საქართველოში. ეს გზა გაგვიგრძელდა იქიდან გამომდინარე, რომ მსჯელობა მიდის, რამდენად იქნება საქართველოდან საკმარისი ნაკადები. ვიზის მოსაკრებელი არც თუ ისე მცირე თანხაა და რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვეხმარება ეკონომიკის სამინისტრო იმისთვის, რომ დაჩქარდეს ეს პროცესი, რადგან ყველა ავიაკომპანიას, რომელი მიმართულებიდანაც არ უნდა ოპერირებდეს, კომერციული, მდგრადობისთვის თვლიან და განიხილავენ მგზავრთნაკადის საკითხს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ის არ აფიქსირებს პოზიციას, ზოგადად, რამდენად მისაღებია სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბრიტანეთის მხრიდან.

„სავიზო ნაწილში გამიჭირდება ოპტიმიზმის ან პესიმიზმის დაფიქსირება, თუმცა ვიტყვი, რომ საჰაერო მიმოსვლის დანიშვნის კუთხით საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ შესული პოტენციურ პარტნიორ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ ჯერ კომპანიას ვერ დაასახელებს.

წყარო: bm.ge