პორტუგალია ქვეყნის მაშტაბით ყველაზე გრძელ საფეხმავლო წრიულ მარშრუტზე მუშაობს. ის 3000 კმ-ზე იქნება გადაჭიმული.
ახალ ბილიკს Palmilhar Portugal დაერქმევა. ჯერ უცნობია, როდის გაიხსნება ის ვიზიტორებისთვის, მაგრამ პირველი მონაკვეთი – ქალაქ ალენკერში, ლისაბონის ჩრდილოეთით – დაპირებულია, რომ მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნება. მარშრუტი ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტი მოიცავს პორტუგალიის მუნიციპალიტეტების მესამედს და მისმა ღირებულებამ შეიძლება 3,5 მილიონ ევროს მიაღწიოს.
მარშრუტის იდეა რიკარდო ბერნარდესს ეკუთვნის. ის იმედოვნებს, რომ ბილიკი ტურისტებს პორტუგალიის განსხვავებულ მხარეს დაანახებს და ხელს შეუწყობს საცობების განმუხტვას უფრო პოპულარულ მიმართულებებში.