მალე პორტუგალიასაც ექნება საკუთარი ერთიანი სამგზავრო ბარათი ეს ეხება მხოლოდ მატარებლებს. ასეთი ბარათის ფასი თვეში 49 ევრო იქნება.

ასეთი ბარათით კი შეგიძლიათ რეგიონალური მატარებლებით შეუზღუდავად იაროთ. Alfa Pendular-ის, InterRegional-ის, Intercidades-ის, Internacional-ისა და Urban services-ის ბილეთები პაკეტში არ შედის.

ბარათი ასევე არ ვრცელდება Régua – Pocinho, Coimbra –Figueira da Foz, Pinhal Novo – Évora, Pinhal Novo – Vila Nova da Baronia, Pinhal Novo – Tunes.

ერთ პირად ნომერზე გაიცემა ერთი ბარათი. მისი მიღება შესაძლებელია რკინიგზის ბილეთების სალაროებში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ფოტოსურათის და შევსებული განაცხადის წარდგენით.

ერთიანი სამგზავრო ბარათი უკვე გამოჩნდა გერმანიაში. მსგავსის შემოღება ხდება პოლონეთშიც.