საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა თბილისის ტურისტული ადგილები მოინახულეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებს, ქართულ სამზარეულოსა და თანამედროვე მოდის ტრენდებს.

ELLE-ს უნგრული რედაქცია ქართული სტუმარმასპინძლობის, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, მოდისა და კულტურის შესახებ ვრცელ სტატიას ამზადებს, რასაც გამოცემის მკითხველები გაეცნობიან როგორც ELLE-ვებ-გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში.