პოლონეთის მიმართულებით ტურისტული მგზავრობა ნებადართული არ არის.
პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლა შეუძლიათ:
- პოლონეთის მოქალაქეებს;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან (მეუღლე, შვილი);
- პოლონელის ბარათის (ე.წ. Karta Polaka) მფლობელებს;
- დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;
- პოლონეთის ტერიტორიაზე დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
- დასაქმების ნებართვის მქონე (სეზონური სამუშაო ნებართვა, დამსაქმებლის დეკლარაცია უცხოელის დასაქმებაზე, ან სამუშაო ნებართვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან პოლონეთის ტერიტორიაზე, ან საზღვარზე წარადგენენ სამუშაოს დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ;
- უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებსაც გადაჰყავს ხალხი, ან გადააქვთ ტვირთი;
- უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;
- პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირებს;
- მეცნიერებს, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ პოლონეთის ტერიტორიაზე;
- ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, ევროპული ეკონომიკური ზონის შეთანხმების მხარის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი)
- ევროკავშირის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი), რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;
- პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეპატრიანტი, ან რეპატრიანტის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი);
- სპორტსმენები, რომლებიც ჩამოდიან პოლონეთში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, ან იმ სპორტული ორგანიზაციის მოწვევით, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ;
- ის პირები, რომლებიც მიემგზავრებიან პოლონეთში იმ კატეგორიის ვიზით, რომელიც ე.წ. ჰუმანიტარული საფუძვლებიდან გამომდინარე გაიცა;
- ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეები;
- მეზღვაურები და მეთევზეები;
- უცხოელები, რომლებმაც მიიღეს ვიზა პროგრამა “Poland Business Harbour” (IT სექტორში დასაქმებული პირები) მონაწილეობის მისაღებად;
- უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც შედიან პოლონეთში საქმიანი ვიზიტით და გააჩნიათ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანხმობა;
- განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება და პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის მთავარი კომენდანტის თანხმობის საფუძველზე უცხოელის პოლონეთში შეშვება.
ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები:
მიმდინარე წლის 28 მარტიდან, საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება (ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით რეისებს შეასრულებს LOT პოლონეთის ავიახაზები). პოლონეთში თვითმფრინავით, მატარებლით, ან ავტობუსით შესული მგზავრები ექვემდებარებიან 10-დღიან თვითიზოლაციას. საზღვრის კვეთისას მოქალაქე ვალდებულია მიუთითოს მისამართი, სადაც გაივლის თვითიზოლაციას/კარანტინს.
10-დღიან თვითიზოლაციას არ ექვემდებარებიან:
- ის პირები, რომლებიც წარუდგენენ მესაზღვრეს PCR კვლევის/ანტიგენური ტესტის გაკეთების დამადასტურებელ საბუთს (ნეგატიურ პასუხს) ინგლისურ ენაზე, რომლის პასუხის ვადა პოლონეთის რესპუბლიკაში ჩასვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს;
- საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები;
- მეზღვაურები და მეთევზეები;
- მძღოლები
- პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის და დოქტორანტის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
- პოლონეთის და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები;
- დიპლომატიური მისიების წევრები და მათი ოჯახის წევრები;
- ე.წ. ტრანზიტული მგზავრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომლებიც პოლონეთის გავლით მიემგზავრებიან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში.
- პირები, რომლებმაც პოლონეთის საზღვრის კვეთამდე 6 თვემდე პერიოდში გადაიტანეს კორონავირუსი და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტაციაცს, რომლითაც დასტუდება მათ მიერ იზოლაციის გავლა სახლის პირობებში, ან ჰოსპიტალიზაცია.
- ის პირები, რომლებმაც საკუთარი ტრანსპორტით გადმოკვეთეს შენგენის შიდა საზღვარი (მაგალითად, გერმანიიდან საკუთარი მანქანით შემოვიდა). აღსანიშნავია, რომ ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან შეოსული ნებისმიერი მგზავრი (როგორც საკუთარი მანქანით, ისე ავტობუსით, მატარებლით, , ან თვითმფრინავით შემოსული) ექვემდებარება იზოლაციას.