Business Insider-ის ექსპერტებმა მოამზადეს პოლონეთში საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების რეიტინგი. რეიტინგი სათავეში ვერ მოხვდა ვარშავა და კრაკოვი.

რეიტინგში პირველ ადგილზეა პოზნანი. მას გამოარჩევს დაბალი უმუშევრობა, მაღალი ხელფასები და საცხოვრებლის ზომიერი ფასები.

ტოპ ათეული ასე გამოიყურება:

პოზნანი,
კატოვიცე,
ოპოლე,
ვროცლავი,
ოლშტინი,
ბიდგოშჩი,
გორზოვ ვილკოპოლსკი,
ჟეზოვი,
ლოძი,
ლუბლინი.

კრაკოვი რეიტინგში მე-11 ადგილზეა, გდანსკი – მე-12, ვარშავა – მე-14. ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც ექსპერტებმა გაითვალისწინეს, იყო უმუშევრობა, ხელფასები, საცხოვრებელი და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, კრიმინალი და ჰაერის ხარისხი.