პოლონეთი საერთაშორისო ფრენებს წყვეტს. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან ქვეყნის აეროპორტები საერთაშორისო ავიარეისებს აღარ მოემსახურებიან, აღნიშნულის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ გააკეთა.

შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში დარჩება ძალაში, რაც თავის მხრივ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ხდება.

დღეისათვის საქართვველოსა და პოლონეთს შორის ფრენებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი და პოლონური ავიაკომპანია LOT-ი ასრულებენ.