აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ პოლონელ ინვესტორებთან შეხვედრა გამართა.
ჯაბა ფუტკარაძემ ბიზნესის წარმომადგენლებს რეგიონის ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ საგადასახადო რეჟიმებს, მოქმედ კანონმდებლობას და აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებს შეეხო.
მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე და ამ სფეროში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.
ბიზნესმენები აჭარაში ტურიზმის სფეროში, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში ინვესტირებით არიან დაინტერესებული. უახლოეს დღეებში ინვესტორთა ჯგუფი აჭარის მაღალმთიანეთს ეწვევა და არსებულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობა.
ჯაბა ფუტკარაძემ შეხვედრაზე აჭარის რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მხარდაჭერა გამოთქვა.