ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პოლონელი ჟურნალისტების პრეს-ტურს უმასმინძლა. პოლონეთის წამყვანი ონლაინ გამოცემებისა და რადიო კომპანიების 5 ჟურნალისტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ. პრეს-ტურში წარმოდგენილ GAZETA.PL-ს ვებ-გვერდს თვეში 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. ტურში ასევე მონაწილეობდნენ RADIO KRAKOW, RADIO KULINARNE,
POJECHANA და MAGICZNY SKŁADNIK ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ.
პრეს-ტურის ფარგლებში წამყვანი პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს და აეროპორტის მუშაობის სპეფიციკას ადგილზე გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა პოლონეთის ოთხი ქალაქიდან, ვარშავა, გდანსკი, ვროცლავი და კატოვიცე ხორციელდება. 28 სექტემბრიდან კი კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისიდან მოხვედრა პოლონეთის მეხუთე ქალაქში – კრაკოვის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი.