აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი “პანორამა კვარიათი” პირველი სტუმრების მიღებას 2019 წლის ბოლოდან შეძლებს.

საცხოვრებელი კომპლექსი 90 სასტუმროს ტიპის აპარტამენტს მოიცავს.

პროექტს საფრანგეთში 50 წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი კომპანია Soreprim – Group Mazareu-ს ჰოლდინგი ახორციელებს.

“პანორამა კვარიათი” ზღვიდან 50 ნაბიჯში მდებარეობს, შავი ზღვის საუკეთესო ზოლში. კომპლექსს ექნება კეთილმოწყობილი პლაჟი, ლაუნჯი და პანორამული რესტორანი.

“პანორამა კვარიათის” ცნობით, კომპლექსში 1 კვ. მ-ის ფასი 1600 დოლარიდან იწყება. აპარტამენტი მფლობელს ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.