„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის” პროექტი: “მთა-მთა გამყოლთა მარათონი„ სტარტს 8 მაისს თბილისიდან აიღებს, 7 დღიანი სათავგადასავლო მარათონი წელს მაისში პირველად გაიმართება, მასში 20 სერტიფიცირებული გამყოლი მიიღებს მონაწილეობას. 2 ქალი და 2 კაცი სერტიფიცირებული გამყოლისგან შემდგარი 5 გუნდი გაემგზავრება 7-დღიან ექსპედიციაში, გზად მათ უნდა გადალახონ გამოწვევები სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინებში, მოახდინონ საკვანძო პროფესიული საგამყოლო უნარების დემონსტრირება და წარმოაჩინონ საქართველოს საუკეთესო სათავგადასავლო აქტივობები (საცხენოსნო, ველო, ჯომარდობა, ჯიპ ტური, სკი ტური, ინციდენტზე რეაგირება, სამაშველო ოპერაცია, სხვ.). პროექტის მისიაა სათავგადასავლო ინდუსტრიის სტიმულირება, აქტიური დასვენების და გამყოლთან მოგზაურობის პოპულარიზაცია, რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მოზიდვა და შთაგონება ჩაერთონ საგამყოლო პროფესიაში, რადგან გვჯერა, რომ გამყოლის კარიერას შეუძლია უზრუნველყოს საინტერესო ცხოვრება და ღირსეული ანაზღაურება, რაც გააძლიერებს თაობას, თემსა და რეგიონს.

მარათონის განრიგი და კონკურსები (დეტალურს დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით)

8 მაისი: 4 X 4 კონვოი: თბილისი – სიღნაღი, კონკურსი: საცხენოსნო

9 მაისი: სიღნაღი – ჭაჭუნას აღკვეთილი, ჯიპ ტური, კონკურსი: ნავიგაცია საგზაო რუკით, კემპი

10 მაისი: ჭაჭუნა – ვაშლოვანის ნაკრძალი – ფშავი, ჯიპ ტური, კონკურსი: ნავიგაცია GPS, კემპი

11 მაისი: ფშავი – სამაშველო ტრენინგი, კონკურსი: ჯომარდობა

12 მაისი: ფშავი – არშა, კონკურსი: ველოტური ფშავი- ანანური, კონკურსი: სამაშველო კლდეზე

13 მაისი: არშა- გუდაური, კონკურსი: სკიტური, კონკურსი: ძებნა ზვავში, კონკურსი: ღამისთევა

თოვლში

14 მაისი: გუდაური – დუშეთი, კონკურსი: სამაშველო თოვლში, დაჯილდოვების ცერემონია

სკოლა გახლავთ პროფესიული კოლეჯი, სადაც სწავლა ვაუჩერული წესით ფინანსდება

უნარების სააგენტოს, განათლების სამინისტროს და დონორების ხელშეწყობით, სკოლა

ამზადებს სხვადასხვა სათავგადასავლო მიმართულების გამყოლებს, სადიპლომო და

სასერთიფიკატო პროგრამების საშუალებით: სამთო, საფეხმავლო, სათხილამურო, ველო,

საცხენოსნო, ჯომარდობა და სხვ. სკოლის სამთო გამყოლის პროგრამა და

კურსდამთავრებულები არიან საერთაშორისო ასოციაცია IFMGA-ს წევრები.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე:

https://www.guideschool.org/media