Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, TAV Operation Services (TAV OS)-სთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში პირველად – Fast Track სერვისი დანერგა და Visa პრემიუმ ბარათის მფლობელებისთვის სპეციალური ტერმინალი – Fast Track Empowered by Visa გახსნა.
Visa-ს პრემიული ბარათის მომხმარებლებს შეუძლიათ Fast Track ე.წ. სწრაფი დერეფნის სერვისით ისარგებლონ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალზე ბარათის მარტივი შეხებითა და გრძელი რიგების გვერდის ავლით. Fast Track ყველა საჭირო პროცედურის უმოკლეს დროში გავლას უზრუნველყოფს და ის ხელმისაწვდომია Visa Premium ბარათის მფლობელებისთვის: Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business.
Fast Track სერვისით სარგებლობა Visa Platinum და Visa Platinum Business ბარათებით წელიწადში 2-ჯერ, Visa Signature და Visa Signature Business ბარათებით წელიწადში 4-ჯერ და Visa Infinite ბარათით კი წელიწადში 6-ჯერ არის შესაძლებელი.
“Visa საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას უჭერს მხარს. TAV OS-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში პირველად დავნერგეთ Visa-ს Fast Track სერვისი, რომელიც ჩვენი პრემიული ბარათის მფლობელების სამოგზაურო გამოცდილებას უფრო მოქნილს, კომფორტულსა და სრულყოფილს გახდის. Visa-სა და TAV OS-ის კოლაბორაცია საქართველოში აამაღლებს ჩვენი მომხმარებლების გამოცდილებას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის წინსვლას“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
“მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ განახლებული და გაუმჯობესებული Tbilisi Primeclass Lounge, გაზრდილი სივრცითა და განახლებული ბარით, რათა ჩვენი სტუმრებისთვის უფრო კომფორტული გამოცდილება უზრუნველვყოთ. ჩვენთვის, როგორც 19 ქვეყნის 90 ლაუნჯში მუშაობის გამოცდილების მქონე, ტურისტული სტუმარმასპინძლობის ექსპერტებისთვის, თბილისს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, მომავალშიც გავაგრძელებთ ინვესტირებას, ახალი თანამშრომლობების საშუალებით. ჩვენთვის Visa-სთან პარტნიორობა ძალიან ძვირფასია და ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ციფრული ტრანსფორმაციისადმი და ძალისხმევას გავაუმჯობესოთ მგზავრთა გამოცდილება“, აღნიშნა ფრანკ მერეიდემ, TAV Airports-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და TAV OS-ის თავმჯდომარემ.
Fast Track სერვისი უფასოა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, თუ მათ თან ახლავთ Visa Premium ბარათის მფლობელი.
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია.