სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, ნორვეჯიანი – Norwegian საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Norwegian-თან პროაქტიული მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, აქამდე ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით კოპენჰაგენთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აკავშირებდა.
,,საქართველოს ავიაბაზარზე მნიშვნელოვანისიახლეა. ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთიდაბალბიუჯეტური ევროპული გადამზიდავი. ნორვეგიის ავიახაზები, სკანდინავიის სიდიდითმეორე ავიაკომპანია, 2026 წლის ზაფხულიდანდაიწყებს ოპერირებას კოპენჰაგენი–თბილისი-კოპენჰაგენის პირდაპირ მიმართულებაზე.
27 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, პირველადისტორიაში, ჩვენს დედაქალაქებს შორისგანხორციელდება პირდაპირი რეგულარული რეისები. ეს გადაწყვეტილება გაამყარებს ტურისტულ, ბიზნესდა კულტურულ კავშირებს საქართველოსა და სკანდინავიას შორის.
მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარიიზრდება, ავიაკომპანიების მრავალფეროვნებასთანერთად და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფროხელმისაწვდომი ხდება ევროპელი მგზავრებისთვის,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
2024 წელს დანიასა და საქართველოს შორის პირდაპირი გზით 32,384 მგზავრმა ისარგებლა. ჯამურად კი, სკანდინავიის ქვეყნებიდან 2024 წელს საქართველოს 22,552 ვიზიტორი ეწვია.
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და მგზავრთა გადაყვანის მიხედვით, ევროპაში სიდიდით მეოთხე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. Norwegian 2021წელს Skytrax-ის მიხედვით, ჩრდილოეთ ევროპისსაუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიადდასახელდა.












