2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა წინა წლის ნიშნულთან შედარებით და ზრდამ 106% შეადგინა, ხოლო 2019 წელთან შედარებით  კი, 80%-იანი აღდგენა ფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი კაპიტალი ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმავე პერიოდში, საქართველოს მეზობელი ქვეყნების წილმა საერთაშორისო  ვიზიტორთა 65% შეადგინა, რაც ნაკლებია 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, რომელიც 78%-ს შეადგენდა.

2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტების ძლიერი აღდგენის კვალდაკვალ, 137%-იანი აღდგენაა საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლებში, 2019 წლის დონესთან შედარებით. მითითებულ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენდა შემდეგი ქვეყნები: რუსეთი თურქეთი, ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ისრაელი და უკრაინა.

აღნიშნულ პერიოდში, ოთახის საშუალო ღირებულება საქართველოს დიდ სასტუმროებში 112$-ს უტოლდება. საშუალო დატვირთულობა მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის შეადგენს 36%-ს, დიდი სასტუმროებისთვის 48%-ს, ორივე მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს.