წარმატებული ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგად, ჩვენს ქვეყანას 6 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი წერს.
მისი განმარტებით, იანვარი-სექტემბრის პერიოდში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.2%-ით მეტია.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პირდაპირი ფრენების მატებასთან ერთად, იზრდება ტურისტების წილი ჯამურ სტატისტიკაში – რაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე ისახება.
გაზრდილია ტურისტული ნაკადები ახალი და ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან – გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი და სხვა“, წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.
9 თვეში საქართველოს თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია