კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი მის რეისებზე COVID-19-ით ინფიცირების უკიდურესად მცირე რაოდენობაზე ამახვილებს ყურადღებას. ირკვევა, რომ 2020 წლის თებერვლიდან ავიაკომპანია 37 000-ზე მეტ რეისით 4,6 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რომლებზეც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები არ გამოვლენილა.

COVID-19-ის გავრცელების თვალყურის დევნების, გამოვლენისა და წინააღმდეგობის პროგრამის სანდოობისა და ხარისხის დასტური იყო ის ფაქტი, რომ მგზავრების 99,988 პროცენტზე მეტს არ დაუდგინდა კორონავირუსი. მოგზაურთა მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებს დანიშნულების ადგილებზე არსებული რეგულაციის ფარგლებში ჩატარებული ტესტით COVID-19-ზე დადებითი პასუხი ჰქონდა.

გარდა ამისა, დღემდე, ფრენებზე დასაქმებულ ბორტგამცილებელთა მხოლოდ მეათასედს (0,002%) დაუდგინდა ვირუსი. იმავდროულად, 2020 წლის მაისში ბორტგამცილებისთვის პირადი დამცავი კოსტუმების და მგზავრებისთვის სახის ფარების შემოღების შემდეგ, ეკიპაჟის წევრებს არ ჰქონიათ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა.

Qatar Airways Group-ის აღმასრულებელი დირექტორის აკბარ ალ-ბაკერის განმარტებით, არსებული სტატისტიკა ნათლად აჩვენებს, რომ კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტური ზომების მიღება,  მათ შორის ბორტზე უსაფრთხოების, აეროპორტის შეზღუდვებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ტესტირებისა და საზღვრის კვეთის მოთხოვნებმა შედეგი გამოიღო.

“პანდემიის გამოცხადების დღიდან, ჩვენ დავაყენეთ ყველაზე მკაცრი COVID-19 თვალთვალის, გამოვლენისა და პრევენციის პროგრამები ინდუსტრიაში დღეს ბორტზე. როგორც საავიაციო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჩვენ გვინდა, რომ მგზავრებმა იგრძნონ თავი დარწმუნებულნი, რომ მათ გარანტირებული აქვთ სრული დაცვა და უსაფრთხოება ნებისმიერი ავიაკომპანიის ფრენის განმავლობაში. ეს საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტის ბაზრის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას.