13 თებერვალს Delta-ს ამსტერდამი-დეტროიტის რეისი არასასურველი მგზავრებით იყო სავსე. ფრენის დროს მატლები მგზავრებს დაეცა, იუწყება NewYorkPost.

მატლები თევზებში იყო, რომელსაც მგზავრი ხელბარგში ინახავდა.

„ძალიან „სასიამოვნო“ იყო იმის გარკვევა, რომ დამპალი თევზი და მატლი დაფრინავდნენ ჩვენთან ერთად“, – წერს ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ რეისით გაფრინდა, X-ში.

მგზავრი, რომლის ბარგმაც გამოიწვია ინციდენტი, დაკავებულია.

ეს შემზარავი ინციდენტი ასევე განიხილებოდა Delta Reddit-ის გვერდზე, სადაც კომენტატორები აცხადებდნენ, რომ შეესწრნენ სისაძაგლეს ჰაერში.

„მე და ჩემი ოჯახი რიგზე ვისხედით ზუსტად მატლის წინ. ჩვენს გვერდით მჯდომმა ქალმა ბორტგამცილებელს უთხრა, რომ მატლი თავზე დაეცა“, წერს ერთ-ერთი მგზავრი. – „მეც შემოვბრუნდი და დავინახე, რომ სავარძელზე მატლები ცოცავდნენ“.

”ამ ბიჭმა ფაქტიურად გააფუჭა ასობით ადამიანის მოგზაურობა“, – წერს ერთ-ერთი მგზავრი.

თავად Delta-ს თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ამოიღეს ღრმა გაწმენდისთვის.

კიდევ ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ მას მთელი დღე მოუწია ლოდინი სხვა ავიაკომპანიის ახალი დამაკავშირებელი ფრენისთვის